საერთაშორისო ლოგისტიკა მსოფლიოს უდიდესი ინდუსტრიაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და უდიდეს როლს თამაშობს მსოფლიო ეკონომიკაში.
გამოყოფენ რამდენიმე ძირითად მიმართულებას. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადია სახმელეთო გადაზიდვები.
სახმელეთო გადაზიდვისთვის ყველაზე გავრცელებული ტრანსპორტი არის სატვირთო ტრაილერი.
ტრაილერის სტანდარტული ზომა 40 ფუტია, მას შეუძლია 100 ტონა ტვირთის გადატანა.
არსებობს რამდენიმე ტიპის ტრაილერი. თითოეული მათგანის მახასიათებელი დამოკიდებულია მის დანიშნულებაზე.
საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია ევროპული სატვირთოები.
აღნიშნული ტრაილერები გამოირჩევა კომპაქტურობით, რაც აადვილებს ქალაქში გადაადგილებას, ასევე, მის ჩატვირთვა-გადმოტვირთვასა თუ დაპარკინგებას.
ტრანსპორტირების ნებისმიერ ტიპს გააჩნია, როგორც უპირატესობები, ისე ნაკლოვანებები.
ტრაილერით გადაზიდვა არ მოითხოვს ისეთ ფინანსურ ხარჯებსა და ინფრასტრუქტურას, როგორც მაგალითად, სჭირდება გემს, თვითმფრინავსა და მატარებელს, პორტების, აეროპორტებისა თუ სადგურების სახით.
ხშირად ტრაილერით გადაზიდვა შეიძლება საჰაერო ტრანსპორტირებაზე უფრო სწრაფი იყოს.
აღნიშნულის არგუმენტაციისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ფაქტი, რომ ტვირთების ჩატვირთვა-გადმოტვირთვა და უშუალოდ გადაზიდვის პროცესის დაწყება ტრაილერის შემთხვევაში ბევრად სწრაფად მიმდინარეობს.
ასევე, ბევრად ეფექტურია საშუალო და მოკლე დისტანციაზე გადაადგილებისთვის.
ლოგისტიკის სხვა მიმართულებებს აქვთ წინასწარ, მკაცრად განსაზღვრული განრიგი და მარშრუტი.
ტრაილერებს კი შეუძლიათ ადვილად მოერგონ ტვირთის მიწოდების ვადებსა თუ თავად ტვირთების რაოდენობას.
შეიძლება ითქვას, რომ სახმელეთო ტრანსპორტს, ფაქტობრივად, არ გააჩნია შეზღუდვები.
რასაც ვერ ვიტყვით, მაგალითად, თვითმფრინავზე, რადგან მისი გამოყენებით აკრძალულია სახიფათო ტვირთების გადაადგილება.
ხოლო ტრაილერით შესაძლებელია ნებისმიერი ტვირთის გადაზიდვა, მათ შორის აალებადი ან ტოქსიკური ნივთიერებების, მძიმე მექანიზმებისა თუ პატარა ტვირთების.
ტრაილერების ტრანსპორტირება ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი მარშტურის მეშვეობით, ხოლო ჯიპიესისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით ბევრად მარტივია თვალყურის დევნება თქვენი ტვირთის გადაადგილების პროცესზე.
და ბოლოს, ტრაილერით ტვირთის გადაზიდვა საშუალებას იძლევა შემოგთავაზოთ კარიდან კარამდე მიტანის სერვისი, რაც გულისხმობს ტვირთის მოწოდებას უშუალოდ თქვენი დანიშნულების მიხედვით: საწყობში, ოფისში, მაღაზიაში.