– გამარჯობა, მე თათული ვარ !

ამჟამად #SchererLogistics – ში ვმუშაობ, ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწეობა დავიწყე 2014 წელს ერთი-ერთ კარგ კომპანიაში, რომელმაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა და მასწავლა თუ როგორ შეიძლება აკეთო საქმე სწორად და თან იყო შეყვარებული ამ ყველაფერზე.

ყოველი გადაზიდვა, დიდი გამოწვევაა, რომ  ზედმიწევნით ზუსტად შეასრულო ყოველი დეტალი და ურთიერთობა დაარეგულირო კლიენტსა და სუბკონტრაქტორს შორის.

ჩემი საქმე ჩემი ყოველდღიურობაა. იმდენად გათავისებული მაქვს ეს ყოველივე, რომ როგორც სამუშაოს ვეღარ აღვიქვამ, უფრო მეტიც, არც მახსოვს ამ სფეროს გარეშე როგორ ვიყავი 😊

ეს ყველაფერი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს –  კომუნიკაცია აგენტებთან, კლიენტებთან, მუდმივად ახლის ძიება, გამოწვევები, სირთულეები და საბოლოდ გადაჭრილი პრობლემები.

მე როგორც ამჟამად Scherer-ის დიდი გუნდის წევრი, ჩემს კომპანიასთან ერთად ვიღებ პასუხისმგებლობას, შესაძლებლობის ფარგელბში მორგებული ვიყოთ მომხმარებლის თითოეულ მოთხოვნაზე.

მიყვარს  მზე, ბუნება, ძაღლები, ადამიანები და მიყვარს სიცოცხლე

 
 

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed