Scherer Logistic-ის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა – ტვირთის გადაზიდვა ჩინეთიდან.
ვინაიდან საკმაოდ დიდია იმპორტი ჩინეთიდან საქართველოს, ტრანსპორტირება ამ ქვეყნიდან საკმაოდ მოთხოვნადია.
საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრული ურთიერთობები ჯერ კიდევ აბრეშუმის გზიდან დაიწყო.
ბოლო წლებში კი ეს ურთიერთობა სწრაფი ტემპით ვითარდება.
ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტიციების წყაროა.
საქართველო კი, თავის მხრივ, ადგილმდებარეობის გამო, ჩინეთისათვის პერსპექტიული სატრანზიტო ფუნქციის მატარებელია.
ფაქტობრივად, იგი ჩინეთს ევროპასთან სახმელეთო და საზღვაო მარშრუტებით აკავშირებს.
2015 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ძალაში 2018 წელს შევიდა. რის შედეგადაც გარდა იმისა, რომ საქართველო მიმზიდველ საინვესტიციო ქვეყნად გადაიქცა, ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდა საბაჟო გადასახადისგან.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, ტვირთების ტრანსპორტირება ჩინეთიდან, ჩვენი ქვეყნისთვის, ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში იმპორტის მნიშვნელოვანი წილი სწორედ ამ ქვეყნიდან შემოდის. ამასთან, ბოლო წლებში გაიზარდა ექსპორტის რაოდენობაც. 2016-2017 წლებში ჩინეთი საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორი გახდა.
ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირებისას უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:
ქვეყნებს შორის მანძილი, ხარჯები და გადასაზიდი ტვირთების სპეციფიკა.
მაგალითად, რკინიგზის ხაზებით ტვირთების ტრანსპორტირება საშუალოდ 20 დღით უფრო სწრაფია, ვიდრე საზღვაო ტრანსპორტირების დროს.
სარკინიგზო გადაზიდვების ხსენებისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც ტვირთების ტრანსპორტირების დროს ორმაგად ამცირებს.
ზოგადად, საქართველოს ძალიან კარგი სატრანსპორტო შესაძლებლობები აქვს, მაგრამ, დღესდღეობით, მათი გამოყენება სათანადოდ ვერ ხერხდება.
როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, ჩინეთიდან ტვირთების შემოტანა იმდენად მოთხოვნადია, რომ ლოგისტიკურ საქმიანობაში ჩართული კომპანიებისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო ბაზარზე.
ჩინეთი ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა. კომპანია Scherer Logistics- ი დაგეხმარებათ ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირებაში.
ჩვენი გამოცდილი გუნდი მზად არის გაგიწიოთ საუკეთესო ხარისხის მომსახურება, თქვენზე მორგებული პირობებით.
ეს გულისხმობს ფინანსებისა და გადასაზიდი ტვირთების თავისებურებების სრულად გათვალისწინებას.
რაც მთავარია, ჩვენ ვფლობთ საწყობებს ჩინეთის ტერიტორიაზე, რაც გვეხმარება შემოგთავაზოთ საუკეთესო პირობები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაზიდვის პროცესი იყოს უსაფრთხო, სწრაფი და ეფექტური, არამხოლოდ ჩინეთიდან, არამედ ნებისმიერი ქვეყნიდან.
ასევე იხილეთ ჩვენი სერვისების გვერდები: