ტრანსპორტირება უკრაინიდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია საქართველოს ბაზარზე.
ასევე პოპულარულია ტვირთის ექსპორტი უკრაინაში.
უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის. სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ერთი ბედის გამზიარებელმა ორმა ქვეყანამ ყველანაირი პრობლემის გარეშე მოახერხა ურთიერთგაგება.
დღესდღეობით, უკრაინა ერთ-ერთი უმსხვილესი და მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც სამართლებრივად რეგულირდება.
სწორედ ამიტომ, ლოგისტიკის მხრივ, უკრაინიდან ტვირთების საქართველოში ტრანსპორტირება მოთხოვნადი მიმართულებაა.
დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბება საბჭოთა კავშირის ნგრევას უკავშირდება.
მას მერე მოყოლებული უკრაინას არაერთი დახმარება აქვს გაწეული ჩვენი ქვეყნისათვის.
ამ ყველაფერს ემატება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება- 2017 წლის 18 ივლისს, პრეზიდენტ პ. პოროშენკოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს, ხელი მოეწერა დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
დღესდღეობით, კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები თუ როგორ და რა გზებით გაუმკლავდნენ ლოგისტიკის გამოწვევებს და დახვეწონ სატრანსპორტო სისტემა.
საქართველოსა და უკრაინას შორის აქტუალობით სარგებლობს, როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. 2021 წლის იანვარი-სექტემბრის სტატისტიკის მიხედვით, მხარეებს შორის სავაჭრო ურთიერთობები 29.5%-ით გაიზარდა და ხარჯთა ბრუნვამ 516.7 მილიონი შეადგინა.
აქედან, უკრაინიდან ტვირთების იმპორტი 18.8%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოდან ექსპორტი 59.1%- ით. საექსპორტო პროდუქციას შორის ძირითადად ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელებია, ასევე ნედლეული და სასუქი. ხილისა და თხილეულის რაოდენობა, დაახლოებით 2.1%-ს შეადგენს.
რაც შეეხება, იმპორტს. ძირითადად, თამბაქოს, შავ მეტალსა და კვებით ინდუსტრიას მოიცავს. სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ასევე, ფარმაცევტულ პროდუქციას.
ორ ქვეყანას შორის აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო კომუნიკაციებიც. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია შავ ზღვაზე უკრაინის UKRFerry-ის საბორნე მიმოსვლის აღდგენა.
საქართველოს გარდა ბორანი მიმოსვლას ახორციელებს ბულგარეთისა და თურქეთის პორტებს შორის. ბორანს გადააქვს სარკინიგზო ვაგონები, სატვირთო, მსუბუქი ავტომანქანები, კონტეინერები და ამასთან ერთად ემსახურება მგზავრთა ნაკადის გადაყვანას აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით და პირიქით.
აღსანიშნავია, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურს მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს და მნიშვნელოვანია სრულად მოხდეს მისი პოტენციალის ათვისება.
ამგვარად, საქართველოსა და უკრაინას აქვთ დიდი პოტენციალი, როგორც ლოგისტიკისა და საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებისთვის, ასევე რკინიგზის ტრანზიტული ინტენსიური განვითარებისთვის.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ტვირთების ნაკადის გაზრდა, როგორც ორ ქვეყანას შორის, ასევე მათი ტერიტორიების გამოყენებით მესამე ქვეყნებში გადაზიდვა.
კომპანია Scherer Logistics გთავაზობთ ტვირთების უსაფრთხო და მაქსიმალურად ეფექტურ ტრანსპორტირებას უკრაინიდან.
ასევე იხილეთ ჩვენი სერვისების გვერდები: