საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია – ტვირთის გადაზიდვა თურქეთიდან.
Scherer Logistics-ი, როგორც ერთ-ერთი მოწინავე კომპანია საერთაშორისო გადაზიდვებში, მუდმივად თვალყურს ადევნებს მომხმარებელთა მოთხოვნებს ბაზარზე.
ვინაიდან, საქართველოს მეზობელ ქვეყანასთან, თურქეთთან, აქვს სტრატეგიული სახის ურთიერთობები, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკაზეც, ხოლო ლოგისტიკა, ეკონომიკის ხერხემალი, სწორად ამიტომაც ტვირთების ტრანსპორტირება თურქეთიდან მეტად პოპულარული სერვისია.
ჩვენ გთავაზობთ, როგორც მთლიანი,ისე ნაკრები ტვირთის გადაზიდვებს თურქეთიდან, კომპანიის საკუთრებაში არსებული მანქანებით.
პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიებს მცირე რაოდენობის ტვირთების ტრანსპორტირება ესაჭიროებათ.
ამ დროს ცალკე სატრანსპორტო საშუალების გამოყენების ნაცვლად, სხვადასხვა კომპანიის ტვირთები ერთ ტრანსპორტში იტვირთება.
ასეთ გადაზიდვებს შერეული გადაზიდვა ეწოდება, ხოლო ტვირთს- ნაკრები ტვირთი.
თუ ტვირთი, თავისებურებებიდან გამომდინარე, საჭიროებს მთლიანი მანქანით ტრანსპორტირებას, მომხმარებლის მიერ მითითებულ დროსა და ადგილას ხდება მისთვის შესაბამისი მანქანის მიწოდება, ხოლო შემდგომ ხორციელდება ტვირთის ჩამოტანა თურექთიდან.
მანქანის შერჩევა უნდა მოხდეს ტვირთის სპეციფიკის გათვალისწინებით. ასეთი ტიპის გადაზიდვების დროს ტრანსპორტი მხოლოდ ერთი მომხმარებლის ტვირთებით იტვირთება და გავსებისთანავე გამოდის დანიშნულების ადგილისაკენ.
ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი კომპანიის საწყობი მდებარეობს თურქეთში, რაც ხელს გვიწყობს საჭიროებიდან გამომდინარე ტვირთების დასაწყობებაში, გრძელვადიანი ან ხანმოკლე პერიოდით. ეს უკანასკნელი დამოკიდებულია შეთანხმების პირობებზე.
პროფესიონალი თანამშრომლებით დაკომპლექტებული Scherer Logistics- ის გამოცდილი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ თურქეთიდან ტვირთების ტრანსპორტირებაში, საუკეთესო ფასად და ოპტიმალური პირობებით.
ჩვენ გთავაზობთ არამხოლოდ თურქეთიდან ტვირთის ჩამოტანას, არამედ გეხმარებით ტვირთების სწორად ჩატვირთვა-გადმოტვირთვასა და ლოგისტიკის ეფექტურად დაგეგმარებაში.
ამასთან შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი უფასო კონსულტაციით, საბაჟო-საბროკერო მომსახურების კუთხით.
ასევე იხილეთ ჩვენი სერვისების გვერდები: