Scherer Logistics- ი გთავაზობთ ტვირთის გადაზიდვას ბულგარეთიდან.
ტრანსპორტირება ბულგარეთიდან ხორციელდება სახმელეთო გზით. ჩვენი სერვისი მოიცავს:
FTL- სრული მანქანის ტრანსპორტირებას;
LTL- ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირებას;
არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას;
ტვირთის ჩამოტანა გსურთ ბულგარეთიდან ? ჩვენ შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ პირობებს
#ტვირთის გადაზიდვა ბულგარეთიდან
#ტვირთები ბულგარეთიდან
ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით საქართველოს გააჩნია პოტენციალი კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთავარ ლოგისტიკურ ჰაბად იქცეს.
ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის ლოგისტიკას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობისა და რეგიონში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს გააჩნია პოტენცია გახდეს მთავარი ტრანზიტული კორიდორის ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე.
განსაკუთრებით აქტუალურია ტვირთის ტრანსპორტირება ევროპიდან აზიაში და პირიქით, ტვირთების გადაზიდვა აზიიდან, განსაკუთრებით ჩინეთიდან – ევროპაში.
ბულგარეთი, ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა ევროპიდან, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა საქართველოსთვის ლოგისტიკურ საქმიანობაში დახმარების გაწევაზე.
ამ მხრივ აღსანიშნავია ფოთი-ბურგასისა და ფოთი-ვარნას სატრანსპორტო დერეფნის მზარდი მნიშვნელობა.
ბულგარეთიდან ტვირთების გადაზიდვებისთვის ძირითადად ტრაილერები გამოიყენება, რადგან ძირითადად ხორციელდება სახმელეთო გადაზიდვები, თუმცა მზარდია საზღვაო ტრანსპორტირების მიმართულებაც.
Scherer Logistics, როგორც საერთაშორისო გადაზიდვებში გამოცდილი კომპანია, გთავაზობთ ტვირთების ტრანსპორტირებას ბულგარეთიდან, თქვენზე მორგებული პირობებით, საუკეთესო ფასად.
რაც მთვარია, სწრაფად და უსაფრთხოდ.
აღსანიშნავია, რომ ბულგარეთში მდებარეობს ჩვენი პარტნიორი კომპანიის საწყობი, რაც საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული ლოგისტიკური გადაწყვეტილებები!